დამაკვირდი
 კრებულში თავმოყრილი აფორიზმები და ბრძნული აზრები ამოკრებილია ილია ჭავჭავაძის “ივერიიდან”, რომელშიც ისინი იბეჭდებოდა რუბრიკით “დამაკვირდი”. სახელწოდებაც თვით ილიას ეკუთვნის.
აღდგენა ისტორიისა, ერის გამოცოცხლებაა, აწმყოს გაგება და წარმართვაა, მერმისის გამოკვლევაა სიბნელისაგან.
დიდი საქმეა მარტო უტყუარი ნიშანი თვითონ მოსაქმის დიდბუნებოვანობისა.
დროს ჰსჭვრიტე, ჟამთა რა მოაქვს? რას ისხამს, რას მოირთვლების!
ვინც თვითონ მოიპოვებს სახელს, იგი ბევრით წინ არის იმაზე, ვისაც სახელი მამა-პაპისაგან რჩენია და რგებია.
სხვა შენთვის და შენ სხვისთვის - აი გზა ცხოვრებისა.
ღონე ქვეყნისა მარტო ნიჭიერი და მხნე კაცია.
წარსული - მკვისრი საძირკველია აწყმოსი, როგორც აწყმყო მომავალისა.
ხელი მიეც შენს მეზობელს, შეერთდით, ერთად იმუშავეთ, თუ გინდათ ქვეყანაში რიგიანად იცხოვროთ.
ხვალე არ უნდა ჰგავდეს დღევანდელს, თუ კაცსა პროგრესი, წინსვლა ადამიანისა ფუჭ სიტყვად არ მიაჩნია.
ხვალე დღევანდელს უნდა სჯობდეს, მერმისი აწინდელს. კანონი განვითარებისა და ბედნიერების იმედისა იმაშია და სხვა არაფერში.
|